მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს –  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება ჯერ სრულად არ შესრულებულა. აზერბაიჯანი, არღვევს არა მხოლოდ სამმხრივ განცხადებასთან  დაკავშირებულ ვალდებულებებს, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსაც, აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას, შემდეგში მათი ვაჭრობის საგნად გამოყენების  მიზნით.  ამის შესახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა რადიო „თავისუფლებასთან“  ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ  ამ მოთხოვნას აზერბაიჯანს არა მარტო სომხეთი, მთელი ცივილიზებული სამყარო უყენებს.

აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, უარყოფს სამმხრივი განცხადების ერთ-ერთ ძირითად ოქმს და აცხადებს,  რომ არ არსებობს მთიანი ყარაბაღი, არ არსებობს მთიანი ყარაბაღის პრობლემა. იმავდროულად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამმხრივ განცხადებაზე  საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა მთიანი ყარაბაღის ერთეულის არსებობა. „სანამ არსებობს სამმხრივი განცხადება, შეუძლებელია ამ სუბიექტის არსებობის უარყოფა“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მირზოიანმა განმარტა, რომ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების უხეში დარღვევაა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არღვევენ 2020 წლის განცხადების პირველ პუნქტს. რაც იმაში გამოიხატება, რომ  ისინი 2006 წლის 24 მარტს მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შეიჭრნენ და დღემდე იქ რჩებიან.

რაც შეეხება რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას, ისევ არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თავად სომხეთი დაინტერესებულია ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

„ პროცესი ბევრად უფრო სწრაფად დასრულდებოდა, რომ არა აზერბაიჯანის ხელისუფლების უწყვეტი უსაფუძვლო განცხადებები ექსტრატერიტორიულ დერეფანზე, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს რიგი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით მიღწეულ შეთანხმებებთან.  სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ განბლოკვის საკითხზე მსჯელობა ფაქტობრივად კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიმდინარეობს. იმედია გაუგებარი პოლიტიკური ინტრიგების გამო არ ჩავარდება და  მალე წარმატებით დასრულდება”, – დაასკვნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button