მთავარიპოლიტიკა

ამერიკის სომხური ასამბლეა მიესალმება კრისტინა კვინის და ლორა ჰოჩლას დანიშვნას

ამერიკის სომხური ასამბლეა კატეგორიულად ეწინააღმდეგება 907-ე რეზოლუციის გაუქმებას. კონგრესს წინასწარ უნდა ეცნობოს აზერბაიჯანისთვის შეთავაზებული ნებისმიერი დახმარების შესახებ, ასევე უნდა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება წინა არაპროპორციული სამხედრო დახმარებისთვის. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ამერიკის სომხური ასამბლეის შეტყობინებაშია აღნიშნული.

„გუშინ, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გადასცა ხელმოწერილი ვერსია თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე რეზოლუციის გაუქმების შესახებ“, – იტყობინება ამერიკის სომხური ასამბლეა (ყრილობა).

 ამერიკის სომხური ასამბლეა  ითვალისწინებს რა, რომ ბოლო ადმინისტრაციის დროს სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება იყო უთანასწორო, სომხეთისა და  მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ზერბაიჯანი ახორციელებს  მტრულ ქმედებებს, გარდა ამისა  ამა წლის დასაწყისში მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) ანგარიშის გამოქვეყნება, სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩაიშალა, ყოველივე ამის მხედველობაში მიღებით ასამბლეა კატეგორიულად ეწინააღმდეგება 907 რეზოლუციის გაუქმებას.  „კონგრესს წინასწარ უნდა ეცნობოს აზერბაიჯანისთვის შეთავაზებული ნებისმიერი დახმარების შესახებ, ასევე მან უნდა წარმოადგინოს ანგარიშვალდებულება წინა არაპროპორციული სამხედრო დახმარების თაობაზეც“.

„ამ ადმინისტრაციამ დაიკავა მტკიცე პოზიცია გენოციდის პრევენციის საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ აღიარა სომეხთა გენოციდი, მაგრამ 907-ე რეზოლუციაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ  მრავალი  უდანაშაულო ადამიანის  სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, – განაცხადეს ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა ენტონი ბარსამიანმა და ვან გრიგორიანმა.

„ამერიკის სომხური ასამბლეა მოუწოდებს კონგრესს, განახორციელოს თავისი ზედამხედველობა სომეხი ხალხის კიდევ ერთი გენოციდის აღსაკვეთად, დაიცვას  აშშ-ს ღირებულებები და მთლიანობა“, – ასეთი მოსაზრება იქნა გაჟღერებული თანათავმჯდომარეების გამოსვლაში.

 წყაროს ცნობით, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასამბლეა მიესალმება კრისტინა ქუინის კანდიდატურას სომხეთში აშშ-ის მომავალ ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით.  ასევე  ემხრობა კავკასიის ოფისის ამჟამინდელი დირექტორის ლორა ჰოჩლას დანიშვნას მინსკის ჯგუფის დროებითი თანათავმჯდომარის პოსტზე.  

 „ასამბლეა ყურადღებით აკვირდება კანდიდატების წამოყენების  პროცესს. გარდა ამისა მაღალ დონეზე აფასებს სომხეთში აშშ-ს ამჟამინდელი  ელჩის ლინ თრეისის მუშაობას, განსაკუთრებით სიუნიქის რეგიონში. ასამბლეა კვლავ მოუწოდებს  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), შეინარჩუნოს მუდმივი  ყოფნა სომხეთში, ისევე როგორც არცახში“,- ნათქვამია შეტყობინებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button