მთავარიპოლიტიკა

სომხეთი თანმიმდევრულია  მშვიდობის დამყარების ჩვენს დღის წესრიგში  –  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მათ წინადადებას სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დაწყების თაობაზე სომხური მხარე არ გამოხმაურებია. რადიო„თავისუფლება“  ამ თემაზე სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს ესაუბრა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან საჯარო, საერთაშორისო, პირდაპირი კონტაქტების დროს სომხურმა მხარემ არაერთხელ განაცხადა უმაღლეს დონეზე, რომ ჩვენ თანმიმდევრული ვართ სამშვიდობო დღის წესრიგში, სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ  აზერბაიჯანის წინადადებებში  არაფერი არ არის ისეთი, რომ ჩვენთვის მიუღებელი იყოს.  რა თქმა უნდა, ეს  წინადადებები უნდა  შეივსოს  ჩვენი შეხედულებებით.

მირზოიანის თქმით, სომხეთმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების მეშვეობით, აზერბაიჯანს გადასცა სომხური წინადადება ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკებების დღის წესრიგში, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ მიუღია. „ესე იგი  აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებების საპირისპიროდ, სომხეთმა კი არ  უარყო, არამედ დადებითად უპასუხა სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზებას და ელოდება  აზერბაიჯანის პასუხს. ამავდროულად, ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, დაიწყოს კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. სომხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაიწყოს კონსულტაციები სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რაც შეიძლება ადრე“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button