მთავარიპოლიტიკა

ჩეხეთი უმასპინძლებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობისადმი მიძღვნილ ევროკავშირის სამიტს

ევროკავშირის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს ჩეხეთს, რომელიც 1 ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში დაიკავებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, უმასპინძლოს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობისადმი მიძღვნილ ევროკავშირის სამიტს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ. „ევროკავშირის ლიდერებმა ჩეხეთს სთხოვეს სამიტის გამართვა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ“, – განაცხადა მან. სამიტზე ასევე განიხილება უკრაინასთან თანამშრომლობის განვითარება, რომელსაც მინიჭებული აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკავშირი აპირებს  ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს კიევს ევროინტეგრაციის პროცესის განხორციელებაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთი ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სამიტის გამართვას მიმდინარე წლის ოქტომბერში გეგმავს, იტყობინება TASS.

ნახეთ მეტი
Back to top button