მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანს გამიზნული აქვს სამშვიდობოების საქმიანობის დისკრედიტაცია:  ფაშინიანი ტყვეების შესახებ

ამჟამად აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების  90%-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა  რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში მათი დისლოცირების შემდეგ.

ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ხწაბერდიდან და ჰინ თაღერიდან  გიუმრელი  62 რეზერვისტის დატყვევებაზე მან განაცხადა, რომ ეს ტერიტორიები არ იყო გადაცემული, ისინი დე იურე უნდა ყოფილიყვნენ  რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ.

„სამმხრივი განცხადებიდან გამომდინარე, ჯარისკაცები დარჩნენ იმ პოზიციებზე, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. მე ეს თემა განვიხილე რუსი  სამშვიდობოების მეთაურთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ტერიტორიები იყო სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ ამ კონტექსტში გატარებული პოლიტიკა მიზნად ისახავს რუსი სამშვიდობოების საქმიანობის დისკრედიტაციას.

ფაშინიანმა შეახსენა, რომ 6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა  ილჰამ ალიევმა  ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის თანდასწრებით პატიმრების ჯგუფის გათავისუფლების პირობა დადო, მაგრამ მომდევნო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს დაპირება არ შესრულებულა.  

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ  ტყვეების დადასტურებული რაოდენობა 38-ია, არის მეორე სია, მაგრამ დაუდასტურებელია.  ამ უკანასკნელებს იძულებით გაუჩინარების სტატუსი აქვთ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ის  მუდამ წამოჭრის ტყვეების საკითხს მანამ,  სანამ აზერბაიჯანში თუნდაც ერთი ადამიანი იქნება დარჩენილი.

ნახეთ მეტი
Back to top button