მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ვცდილობთ პატარა ნაბიჯებით წინ წავიწიოთ: ფაშინიანი თურქეთთან ურთიერთობაზე

სომხეთი ცდილობს მცირე ნაბიჯების გადადგმას თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პატარა ნაბიჯებით წინსვლა შესაძლებელია. თუ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, მაშინ არის გარკვეული არქმა, რომ შესაძლებელია ურთიერთობების ნორმალიზება. ეს საკითხი აქამდე არ მოგვარებულა, რადგან, მართალია, ადრე ხელმოწერილ დოკუმენტს არანაირი კავშირი არ ჰქონდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებთან, მაგრამ რატიფიკაციის ეტაპზე ეს ყველაფერი ურთიერთკავშირში იყო“, – – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი ამ საკითხზე კვლავ აგრძელებენ კონსულტაციებს ერთმანეთთან და რამდენად ძლიერია ეს კავშირი, ეს დროთა განმავლობაში ნათელი გახდება.

ფაშინიანი ამბობს, რომ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესაძლებლობას ხედავენ და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად. ის აღნიშნავს, რომ თურქეთის მხრიდან „ზანგეზურის დერეფნის“ მუდმივი სკანდირება პირდაპირ აფერხებს პროცესს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ განცხადებების შემდეგ სომხეთი შეწყვეტს დიალოგს თურქეთთან.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.

ნახეთ მეტი
Back to top button