პოლიტიკა

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები აზერბაიჯანში მყოფ სომეხ ტყვეებს შეხვდნენ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) ბაქოში აზერბაიჯანში დაკავებული სომხები მოინახულა.

ივნისში რეგულარული ვიზიტის დროს, წითელი ჯვრის წარმომადგენლები დაეხმარნენ ტყვეებს ოჯახებთან დაკავშირებას წერილების, სატელეფონო ზარებისა და ვიდეო შეტყობინებების საშუალებით. ინფორმაცია “ლურერს” სომხეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საკომუნიკაციო პროგრამების ხელმძღვანელმა ზარა ამატუნიმ მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი 38 ადამიანის ტყვეობას ადასტურებს.

ნახეთ მეტი
Back to top button