პოლიტიკა

რუსეთმა შავ ზღვაში დასავლეთისთვის მოულოდნელი პარტნიორი შეიძინა. ეროვნული ინტერესი

რუსეთმა შავ ზღვაში დასავლეთისთვის მოულოდნელი პარტნიორი შეიძინა. ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, წერს შუშანიკ მინასიანი გამოცემა The National Interest-ისთვის. „შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკურ ვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ისინი უპირველეს ყოვლისა რუსეთთან არიან დაკავშირებული, რომელმაც იქ მოულოდნელი პარტნიორი იპოვა თურქეთის სახით“,-აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი თვლის, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლელმა პოლიტიკოსებმა დიდწილად უგულებელყვეს რეგიონი, მოსკოვი და ანკარა კი ინტენსიურად მუშაობდნენ თავიანთი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად. ორმა ქვეყანამ გააძლიერა ძალისხმევა ახალი რეგიონალური წესრიგის შესაქმნელად, რომელიც დიდწილად შეესაბამება მათ ეროვნულ ინტერესებს, ნათქვამია სტატიაში.

მინასიანის თქმით, რუსეთმა და თურქეთმა შეძლეს შეექმნათ ურთიერთობის მოდელი, რომელიც ეფუძნებოდა გავლენის სფეროების ურთიერთ აღიარებას და ურთიერთსასარგებლო შედეგებისთვის დათმობებზე წასვლის სურვილს. ამან მათ საშუალება მისცა მიაღწიონ თავიანთი გავლენის მნიშვნელოვან ზრდას. უფრო მეტიც, მათ ფაქტობრივად გააერთიანეს თავიანთი ძალისხმევა დასავლეთის დასაპირისპირებლად შავ ზღვაში, განმარტა თეორეტიკოსმა. ჟურნალისტმა შეახსენა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ანკარა დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის საპირწონედ მიიჩნიეს, მაგრამ თურქეთის საგარეო პოლიტიკა დასავლეთისთვის მოულოდნელ ვექტორად იქცა და რუსეთთან ბრძოლის ნაცვლად, თურქულმა მხარემ დაიწყო მასთან აქტიური თანამშრომლობა, იტყობინება ,,რია ნოვოსტი“.

ნახეთ მეტი
Back to top button