პოლიტიკა

სერიოზულად  გაფართოვდება  „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტით საქონლის  ნაკადის გატარების გაშვების შესაძლებლობები:  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი

„ზემო ლარსის“ საგუშაგოს გავლით სომხეთიდან რუსეთში საქონლის ნაკადის  გატარების შესაძლებლობები უახლოეს მომავალში სერიოზულად გაფართოვდება. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ალექსეი გორდეევმა 28 ივნისს ერევანში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება დღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და შესაბამისმა სამინისტროებმა და დეპარტამენტებმა მიიღეს, ორი ქვეყნის  ეკონომიკის სამინისტროებს შორის დიალოგი მიმდინარეობს. „ზემო ლარსის საგუშაგოს საკითხები განიხილეს, როგორც ჩვენი პასუხი სომხეთის წარმომადგენლების მოთხოვნაზე, როგორც ეროვნული ასამბლეის, ისე მთავრობის დონეზე“, – დასძინა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორი დღეა „ზემო ლარსის“ საგუშაგოს მიდამოში წვიმდა. შედეგად გზის ნაწილი, რომელიც საგუშაგოზე მიმავალი ერთადერთი გზაა, მთებიდან ჩამოსული წყლის გამო ჩაინგრა.

ნახეთ მეტი
Back to top button