ეკონომიკა

სომხეთში რუსულ-სომხური ტექნოპარკი შეიქმნება. ალექსეი გორდეევი

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სომხეთში ეფექტური ერთობლივი ტექნოპარკის შექმნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერევანში 28 ივნისს განუცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ალექსეი გორდეევმა. მისივე თქმით, სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საწარმოების შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციების სერიოზული გაზრდის შესაძლებლობა როგორც მრეწველობაში, ასევე სოფლის მეურნეობაში. მისივე თქმით, სერიოზულად განიხილეს რუსეთისა და სომხეთის ბაზრებზე პროდუქციის ორმხრივი სერტიფიცირების საკითხებიც, რათა ეს პროდუქცია შიდა წარმოების პროდუქტად იქნეს მიღებული. ცალკე თემა იყო, როგორ გამოვიყენოთ განათლებისა და მეცნიერების პოტენციალი, შევქმნათ თანამშრომლობის სწორი ჯაჭვები“, – განაცხადა გორდეევმა.

ნახეთ მეტი
Back to top button