თუ რუსეთი არ შეეცდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემების გამკლავებას, ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, ამას მაშინ აუცილებლად დასავლეთი გააკეთბს. „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბარში ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე სკაკოვმა.
“ვფიქრობ, რომ მოსკოვის ამჟამინდელი ურთიერთობების გათვალისწინებით ვაშინგტონთან ან ბრიუსელთან, ასე ვთქვათ, მოსკოვი არც თუ ისეა დაინტერესებული, აქედან გამომდინარე, საჭიროა ჩვენი დიპლომატიის გააქტიურება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაში. მაგალითისათვის გამოდგება ამ ბოლო დროს სერგეი ლავროვის ბაქოს უკანასკნელი ვოიაჟი, სადაც მან სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის პროცესი განიხილა“, – განაცხადა მან.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ერევანი და ბაქო მოსკოვისგან დამატებით ძალისხმევას მოელიან მზარდი პრობლემების გადასაჭრელად. ბაქო, კერძოდ, ჩქარობს მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებისა და ნახიჩევანთან კომუნიკაციისაკენ. ყოველივე ამას თან ერთვის აზერბაიჯანული რიტორიკის ხმამაღალი დონე. ამიტომაც ჩნდება მოთხოვნა მოსკოვზე, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო სფეროშიც, ადგილზე – მთიან ყარაბაღში“, – დაასკვნა აღმოსავლეთმცოდნემ.