პოლიტიკა

ანკარა  „ზანგეზურის დერეფნის“  მიღების იმედით სომხეთთან რიტუალურ  შეხვედრებს მართავს: ექსპერტი

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრა 1 ივლისს ვენაში გაიმართება. თურქოლოგის ანდრანიკ ისპირიანის თქმით, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით საზოგადოებას  გარკვეული მოლოდინები გააჩნია.

თუმცა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ შეხვედრა რიტუალურ ხასიათს ატარებს.

„ჩვენ ვხედავთ თურქეთის განცხადებებს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეაქციას. სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში ანკარისთვის  რაიმე კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ შემჩნევია“, – განუცხადა ისპირიანმა NEWS.am-ს.

შეგახსენებთ, რომ ეს რუბენ რუბინიანისა და სერდარ კილიჩის მეოთხე შეხვედრაა. ორივე შეხვედრა მოსკოვსა და ვენაში გაიმართა. ბოლო შეხვედრა, რომელიც გაიმართა ვენაში, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა, როგორც “გულწრფელი და პროდუქტიული” და ირწმუნება,  რომ მხარეებმა “დაადასტურეს თანხმობა პროცესის გაგრძელებაზე წინაპირობების გარეშე”.

თურქეთი მიზნად ისახავს „ზანგეზურის დერეფნის“  გახსნას და აჭიანურებს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მოლოდინში.

„ამ ქვეყნებთან ურთიერთობა სწორად უნდა იყოს გათვლილი და შესაბამისი პოლიტიკა უნდა გატარდეს“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button