მთავარიპოლიტიკა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი ორდღიანი ვიზიტით სომხეთს ეწვევა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე სომხეთში ამ კვირაში ჩამოვა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოსაც ეწვევა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულიცნობიდან  ვიგებთ.

მინისტრი სომხეთში ხუთშაბათ-პარასკევს იქნება და შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეკონომიკის მინისტრ ვაჰან ქერობიანთან.

ცნობის  თანახმად, შეხვედრების დროს ფედერალური მინისტრი სომხურ მხარეს შესთავაზებს განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის ამაღლებას ძლიერი ორმხრივი პარტნიორობის დონეზე. ვიზიტი დიდად შეუწყობს ხელს გერმანიასა და სომხეთს შორის განვითარების პოლიტიკის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაფართოებას.

„წელს გერმანია და სომხეთი აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. ფედერალური მინისტრის ვიზიტი გადამწყვეტი ნაბიჯია ამ შემთხვევის აღსანიშნავად. ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტების საშუალებით მსურს შევიტანო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეუძლია გერმანიას  მხარი დაუჭიროს სომხეთს წარმატებით“, – ციტირებს მინისტრს გერმანიის საელჩო სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button