საზოგადოება

თურქულმა ბაირაქტარებმა შეცდომით იერიში მიიტანეს აზერბაიჯანელ ჯარისკაცებზე

უპილოტო მფრინავმა აპარატმა „ბაირაქტარმა“, რომელიც თურქეთმა აზერბაიჯანს მილიონობით დოლარად მიჰყიდა, 44-დღიანი ომის დროს აზერბაიჯანელ ჯარისკაცებზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ იტყობინება Yerevan-Times.

აზერბაიჯანის ტელეგრამის არხებზე გამოქვეყნებულ ვიდეოში 44-დღიანი ომის აზერბაიჯანელი მონაწილე ამბობს, რომ ბაირაქტარის თავდასხმას მისი 52 თანამებრძოლი შეეწირა.

აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს ამის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა ოფიციალურ პლატფორმებზე არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გამარჯვება 44-დღიან ომში მათი დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button