მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციას ეწვია (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლინ ტრეისის რეზიდენციას ეწვია.

პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიულოცა  ელჩ ტრეისის, საელჩოს თანამშრომლებს და შეერთებული შტატების მოსახლეობას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით  და წარმატებები უსურვა.

პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა შეერთებული შტატების მხარდაჭერა სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და დემოკრატიული პროცესების წინსვლაში. პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა გაუზიარა თავისი თბილი მოგონებები სომხეთში აშშ-ის პირველი  ელჩის  ჰარი გილმორთან დაკავშირებით,  რომელიც წლების წინ გაიცნო, როდესაც ის ერევნის მერი იყო. მან აღნიშნა, რომ ის, რაც ჰარი გილმორმა გააკეთა სომხეთისთვის იმ მძიმე დღეებში, არასოდეს დაივიწყებს.

მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხურ-ამერიკულ ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button