საზოგადოება

არ ვიცით კიდევ როდის რომელი აივანი შეიძლება დაინგრეს – მარნეულში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

,,მთავარი არხი” წერს, რომ აქცია გაიმართა მარნეულში. ნარიმანოვის ქუჩის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც გასულ კვირას აივნის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიან იდაიღუპა გასახლებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.

“გვეშინია საკუთარ სახლებში ცხოვრების, არ ვიცით კიდევ როდის რომელი აივანი შეიძლება დაინგრეს, მერია არაფერს გვთავაზობს, ვისაც აივანი ჩამოენგრა ის ოჯახები გადაიყვანეს სასტუმროში და დანარჩენების მდგომარეობა საერთოდ არ აინტერესებთ. რამდენიმე დღე გავიდა უბედური შემთხვევიდან და ნახეთ, ჩამონგრეული აივნების ნარჩენები ისევ ეზოში ყრია. ვითხოვთ, ან ყველანი გაგვიყვანონ აქედან, ან ისეთი გონივრული ზომა მიიღონ, რომ ჩვენ საფრთხის წინაშე აღარ აღმოვჩნდეთ”, – ამბობს ადგილობრივი. 

შეგახსენებთ,რომ 26 ივნისს მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა – შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  კორპუსის მცხოვრებლები  მომხდარ ტრაგედიაზე  პასუხისმგებლობას, ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურშვილის თქმით, მარნეულში ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლების მხრიდან, კორპუსის ავარიულობასთან დაკავშირებით მერიაში არანაირი წერილი შესული არ იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button