
კანადა ხსნის საელჩოს სომხეთში. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი თავისი ქვეყნის გადაწყვეტილებას სომხური დემოკრატიისადმი კანადის მხარდაჭერის გაზრდის შესაძლო გარანტიად მიიჩნევს. „ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მყარ კავშირებს და კანადის მხარდაჭერის გაზრდას სომხური დემოკრატიის მიმართ. „სტაბილურობისა და უსაფრთხოების წესების გამოწვევის გამო, კანადა იმუშავებს გლობალური მშვიდობისა და დემოკრატიის დასაცავად“, – აღნიშნა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ,,ტვიტერ“-ის პოსტში.
სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მიესალმა კანადის გადაწყვეტილებას რეზიდენტი ელჩის შესახებ. „ეს არის სომხურ-კანადური ურთიერთობების თანდათან განვითარებადი ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული“, – განაცხადა მინისტრმა მირზოიანმა. 28 ივნისს სრ საგარეო საქმეთა მინისტრს სატელეფონო საუბარი ჰქონდა კანადელ კოლეგასთან. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეფექტური თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ხაზი გაუსვეს ორმხრივი ვალდებულების ძალისხმევას სომხურ-კანადური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით. მინისტრი მირზოიანი მიესალმა ევროპასა და ევროკავშირში კანადის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ დიონის მოხსენებას, სახელწოდებით “მხარდაჭერა სომხურ დემოკრატიას”, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს სომხურ-კანადური ურთიერთობების განვითარების ახალი შესაძლებლობების გამოკვეთის თვალსაზრისით. ელჩი დიონი სომხეთს ეწვია მიმდინარე წლის თებერვალში, სადაც სხვადასხვა შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მიდის დემოკრატიული რეფორმების ძლიერი მიმართულებით, მისი მისიის მთავარი მიზანია კანადის დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა სომხეთში. ამრიგად, კანადა თავის პირველ საელჩოს სამხრეთ კავკასიაში ხსნის სომხეთში.