მთავარიპოლიტიკა

სომხეთში ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი სომხების გენოციდის მემორიალს ეწვია

30 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნული ელჩი ჯოელ ლიონი (რეზიდენცია იერუსალიმი) სომხეთში ისრაელის საპატიო კონსულის აშოტ შახმურადიანის თანხლებით ეწვია სომხების გენოციდის მემორიალს. სტუმრებს მიესალმა სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო საკითხებში ედიტა გზოიანი, რომელმაც მათ სომეხთა გენოციდის მემორიალის ისტორია გააცნო. მან ასევე წარმოადგინა წიწვერნაკაბერდის მიდამოებში განთავსებული სამი ხაჩქარის ისტორია, რომლებიც ეძღვნება გასული საუკუნის ბოლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომეხი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის დროს დაღუპული სომხების ხსოვნას. დელეგაციის წევრებმა მარადიულ ცეცხლთან ყვავილები დააწყვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის 1,5 მილიონ უდანაშაულო მსხვერპლს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სომხების გენოციდის მუზეუმი, გაეცნენ მუდმივ და დროებით გამოფენებს. ვიზიტის დასასრულს ჯოელ ლიონმა ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმრების წიგნში.

ნახეთ მეტი
Back to top button