მთავარიპოლიტიკა

უცნაურია თურქი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ ისინი კოორდინაციას უწევენ პროცესს აზერბაიჯანთან:  რუბინიანი

სომხეთ-თურქეთის მოგვარების პროცესში სომხეთის სპეციალური წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რუბენ რუბინიანი უცნაურად მიიჩნევს თურქეთის სხვადასხვა ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ ისინი კოორდინაციას უწევენ პროცესს აზერბაიჯანთან. ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, რუბენ რუბინიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„სომხეთი-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დაწყებიდან სომხეთი ძალიან კონსტრუქციული იყო. სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება და გამოავლინა ეს ნება სწრაფი დარეგულირების მისაღწევად. პროცესის წარმატება დამოკიდებულია თურქეთის შესაბამის კონსტრუქციულობასა და პოლიტიკურ ნებაზე. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით დიდი პროგრესი არ არის, ეს შესამჩნევია“, – განაცხადა რუბინიანმა.

რუბინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზღვრის ხელახალი დემარკაციის საკითხი არ განიხილება.

„ცოტა უცნაურია სხვადასხვა თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებები, რომ ისინი კოორდინაციას უწევენ პროცესს აზერბაიჯანთან. მაგრამ ასეთ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნებაა, თუ არის ეს პოლიტიკური ნება, დანარჩენი საკითხების გადაჭრა ძალიან ადვილია“, – განაცხადა რუბინიანმა და დასძინა, რომ სომხეთის მთავრობას სურს მიაღწიოს ადრეულ მოწესრიგებას და მზად არის ეფექტური ნაბიჯები განხორციელოს, იგივეს მოელის თურქული მხრიდან.

მან დასძინა, რომ ამ პროცესს ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის მიღწევა შუძლებელია.

რუბინიანმა ზანგეზურის დერეფნის შესახებ თურქეთის ხელისუფლების განცხადებებს მიუბრუნდა. „ეს განცხადებები არანაირად არ უწყობს ხელს სომხეთ-თურქეთის მოგვარების პროცესს, შესაძლოა, პირიქით, ხელს უშლის.

როგორც რუბინიანი ირწმუნება,  „ზანგეზურის დერეფანის“  თემა ჩვენს დღის წესრიგში არ არსებობს. სომხეთი არ განიხილავს, არც განუხილია  დერეფნის ლოგიკის რაიმე პროექტი, გარდა ამისა, სომხეთში არც არსებობს ტერიტორიული ერთეული „ზანგეზური“.

ნახეთ მეტი
Back to top button