მთავარიპოლიტიკა

ხელი მოეწერა სომხეთსა და  აშშ-ს შორის განვითარებაზე მიმართულ 5 წლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას

სრ ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა, და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მისიის ხელმძღვანელმა სომხეთში ჯონ ალელუმ, ხელი მოაწერეს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 5-წლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც სომხეთს გამოეყოფა 120 მილიონი აშშ დოლარის გრანტი. ინფორმაციას ავრცელებს სრ მთავრობა. შეთანხმება მიზნად ისახავს საჯარო მმართველობის სისტემაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების, ასევე მონაწილეობითი და ინკლუზიური საარჩევნო-პოლიტიკური პროცესებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. დოკუმენტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინკლუზიურ მონაწილეობას მმართველობის პროცესში, გაზრდის ინფორმაციის დამოუკიდებელი, მრავალფეროვანი წყაროების ხელმისაწვდომობას. „ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, პროგრამები მიმართული იქნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, სამუშაო ძალის გაძლიერებაზე და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button