სპორტი

აზერბაიჯანელ სპორტსმენს სომხეთის ჰიმნის დროს წასვლის გამო მედალი ჩამოართვეს. (ვიდეო)

სომხეთის ჭიდაობის ფედერაციამ საჩივარი შეიტანა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში სომხეთის ეროვნული ჰიმნის დროს აზერბაიჯანელი სპორტსმენის ქცევის გამო.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ აზერბაიჯანელ სპორტსმენ ჯაფაროვის დისკვალიფიკაციისა და მედლის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, იუწყება სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ჰაიკ პაპიკიანთან დამარცხებული აზერბაიჯანელი სომხეთის ჰიმნის დროს კვარცხლბეკიდან ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ რომში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის M20 ჩემპიონატზე 70 კგ-იან კატეგორიაში ჰაიკ პაპიკიანმა გადამწყვეტ მატჩში აზერბაიჯანელი საბირ ჯაფაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონად გამოცხადდა.

ნახეთ მეტი
Back to top button