სპორტი

ბედნიერი ვარ, რომ “ინტერის” ფეხბურთელი ვარ –  ჰენრიხ მხითარიანი

სომხეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჰენრიხ მხითარიანმა “ინტერთან” კონტრაქტი გააფორმა. მილანური კლუბის პრესსამსახურმა გუნდის  ახალ წევრთან   ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ბედნიერი ვარ, რომ “ინტერის” ფეხბურთელი ვარ და მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა ვივარჯიშებ და “ინტერის” მაისურს ჩავიცვამ”, – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო ჩემპიონატებზე ეთამაშა,  ბედნიერია, რომ იტალიაში უკვე სამი წელი გაატარა, ახლა კი ამაყობს, რომ “ინტერის” ფეხბურთელია.

„არსებობენ ბავშვები, რომლებიც მიყურებენ და იგივე ოცნება აქვთ რაც მე მქონდა. მათ სურთ იყვნენ სერია A-ში და იმედი მაქვს, მათთვის მაგალითი ვიქნები“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

სომხური ფესვები აქვს ასევე “ინტერის” ყოფილ ფეხბურთელს, იური ჯორკაეფს. იყო თუ არა ის თქვენთვის მისაბაძი?

„ჯორკაეფი ჩემი ერთ-ერთი კერპი იყო. ფოტოც მაქვს მასთან. იური გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მან ბევრი გოლი გაიტანა ინტერში და კვალი დატოვა კლუბის ისტორიაში. მე ასევე მსურს ჩემი კვალი დავტოვო და ტიტულები მოვიგო ამ გუნდთან ერთად“.

მოუთმენლად ველით სტადიონზე გულშემატკივრებთან შეხვედრას, რათა ერთად მივაღწიოთ გამარჯვებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button