საზოგადოება

„იანდექსი“ სომხეთში ახალ ოფისს ხსნის

„იანდექსი“ ხსნის ახალ ოფისს სომხეთში 400 თანამშრომლით, რათა კოორდინირება გაუწიოს კომპანიის მუშაობას დსთ-ში.

რუსეთში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა კორპორაციამ Yandex-მა გადაწყვიტა სომხეთში 400-ზე მეტი სამუშაო ადგილის მქონე ახალი ოფისის გახსნა, რომლის მიზანია კომპანიის საქმიანობის კოორდინაცია დსთ-ს ქვეყნებში. Yandex არის მრავალეროვნული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია, რომელსაც აქვს ამავე სახელწოდების ინტერნეტ საძიებო სისტემა, ინტერნეტპორტალი და ვებ სერვისები რამდენიმე ქვეყანაში. “Yandex” საძიებო სისტემა მეოთხეა მსოფლიოში საძიებო სისტემებს შორის დამუშავებული მოთხოვნების რაოდენობით.

ნახეთ მეტი
Back to top button