პოლიტიკა

კობახიძისეულ და რადიკალური ოპოზიციის გეგმებს აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან საერთო არ აქვს – ზურაბიშვილი

,,მთავარი არხი” წერს, რომ “ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე : ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა ( რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო) … თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს ( “თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან .

ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი -ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია – ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!

– წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე რუსთაველის გამზირზე, აქცია “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობის პარალელურად.

ნახეთ მეტი
Back to top button