კულტურამთავარი

ჯავახეთის ფერები, კულტურული ძეგლები სომეხი და ქართველი მხატვრების შემოქმედებაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 22-25 ივნისს ჯავახთში გაიმართა სომხურ-ქართული ღია ფესტივალი  ცის ქვეშ სახელწოდებით   “სამცხე-ჯავახეთის ერთობლივი ხედი”, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა ამავე სახელწოდების გამოფენა. ორგანიზატორი  იყო არასამთავრობო ორგანიზაცია  „ჯავახეთის მხარდამჭერთა ფონდი“,  „სომეხ დიასპორელ  სტუდენტთა საბჭოსთან“,  სომხეთისა და საქართველოს მხატვართა  კავშირებთან თანამშრომლობით.

25-მდე სომეხი და ქართველი მხატვარი ერევნიდან, თბილისიდან და ჯავახეთიდან  ოთხი დღე გადაადგილდებოდა  ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, ათვალიერებდა ღირშესანიშნაობებს და ტილოზე გადმოსცემდა ნანახსა და განცდილს.

ფესტივალის ფარგლებში ახალცხაში გაიხსნა სომხურ-ქართული გამოფენა სახელწოდებით „სამცხე ჯავახეთის ერთობლივი ხედი“, სადაც ფესტივალის მონაწილეთა 70-მდე ნახატი იყო გამოფენილი.

გახსნას ესწრებოდა სომხეთი კულტურის მინისტრის მოადგილე არა ხზმალიანი. მისი თქმით, სომხები და ქართველები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, საკმარისად არ იცნობენ ერთმანეთს და ერთმანეთის გაცნობის საუკეთესო გზა კი კულტურაა.

„ასეთი კულტურული ღონისძიებებით ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ორი ხალხის ურთიერთ აღიარებას. ჩვენი ინიციატივები უნდა იყოს ერთობლივი ქართველ პარტნიორებთან. „ჯავახეთის მხარდამჭერთა ფონდთან“    თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება მსგავსი პროგრამები. ჩვენი დარბაზიც დღეს მწვანეთია სავსე, ტილოებში ყველაზე დომინანტური ფერი მწვანეა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, მიულოცა დამსწრეებს და უსურვა, რომ ამ ჩვენს რთულ პერიოდში არ მოგვკლებოდეს   მწვანე ფერები, ბუნება და ადამიანთა სიყვარული.

„ჯავახეთის მხარდამჭერთა ფონდის“   აღმასრულებელი დირექტორის სამველ მკოიანის თქმით, ფონდი დიდ ადგილს უთმობს კულტურის სექტორის განვითარებას, „ჩემი ნათქვამის ნათელი დასტურია მსგავსი ფესტივალები ღია ცის ქვეშ, გამოფენები, ფონდის მიერ დაარსებული აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმი და ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის რესტავრირებული საგამოფენო დარბაზი. უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი მსგავსი სომხურ-ქართული თანამშრომლობის პროექტი გვექნება“.

ქართველ მხატვართა ლიგის დირექტორმა ნუგზარ მელაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს შესანიშნავი კულტურული პროექტის განხორციელებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მუზეუმი ისსურვებდა ჰქონოდა  ამ გამორჩეულად ლამაზი ნამუშევრებიდან  ერთი  მაინც.

სომხეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ  სურენ საფარიანმა თავის გამოსვლაში  ხაზი გაუსვა  კულტურულ კავშირს და აღნსნა, რომ  ეს პროექტი საფუძველს უყრის ხანგრძლივ კულტურულ თანამშრომლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button