საზოგადოება
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
,,მთავარი არხი” წერს, რომ პროტესტი სამცხე-ჯავახეთში – აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულთა ნაწილი უკვე მეორედ გაიფიცა.
გაფიცვის ერთ-ერთ მიზეზად ისინი, მათივე შეფასებით, უსამართლოდ გათავისუფლებულ 6 თანამშრომელს ასახელებენ. ასევე ამბობენ, რომ ის დაპირება, რაც მათ რამდენიმე თვის წინ, პირველი გაფიცვის შემდეგ მიიღეს, არ შესრულებულა გარდა სამუშაო საათების დარეგულირებისა.
მოთხოვნებს შორის არის, კვებითი და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება. კომპანია, “მაქრო კონსტრაქშენში” აცხადებენ, რომ მათი რამდენიმე წარმომადგენელი ადგილზე, ვითარების შესასწავლად მიდის და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.