
სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით 5-7 ივლისს ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრ მირზოიანის შეხვედრები დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტთან მერიშელ ბატესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ხოსე მანუელ ალბარეს ბუენოსთან, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან. სომხეთისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით პრესასთან გააკეთებენ განცხადებებს.