კულტურა
ლედ ზეპელინის სიმფონიური ორკესტრი ერევანში ოცდახუთ ჰიტს შეასრულებს

ფესტივალ “ჰაიას” ფარგლებში გამართული Zazz-ისა და 50 Cent-ის შთამბეჭდავი კონცერტების შემდეგ, 9 ივლისს ჰრაზდანის სტადიონზე “Led Zeppelin Symphonic”-ის კონცერტი გაიმართება.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ეს არის ექსკლუზიური პროექტი, რომელშიც ლეგენდარული ჯგუფის მუსიკას ლონდონის უესტ-ენდის სამი ფენომენალური მომღერალი საუკეთესო ბრიტანული როკ-ჯგუფისა და სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარადგენს.
50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მთელი მსოფლიოდან თაყვანისმცემლები აღმერთებდნენ Led Zeppelin-ის სიმღერებს.
ორკესტრის გამოსვლები საუკეთესო ემოციებს იწვევს და შეუდარებელ გამოცდილებას ანიჭებს ჯგუფის თაყვანისმცემლებს.