პროგნოზი: შემცირდება სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა

დროთა განმავლობაში სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა არა თუ გაიზრდება, არამედ შემცირდება. მსგავსი მოსაზრება „არმინფოს“ კორესპოდენტთასნ საუბრისას გამოთქვა კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა.
„სამხრეთ კავკასიის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა განპირობებულია რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობით, შავ და კასპიის ზღვებზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა კომუნიკაციები. ჩვენი რეგიონისადმი ყურადღების კიდევ ერთი მიზეზი არის მილიტარიზაციის კუთხით გადაჭარბებული გაჯერება, გარდა ამისა, უკრაინა და, რაც მთავარია, ჩინეთი გარდაუვლადს ხელს შეუწყობს მომავალში სამხრეთ კავკასიისადმი ყურადღების შემცირებას“, – პროგნოზირებს ის.
პოლიტოლოგის აზრით, უკრაინაში და მის გარშემო არსებულ იმპულსებზეა დამოკიდებული მთავარი რეგიონული კონფლიქტის, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში არსებული ვითარების შემდგომი შენარჩუნების პერსპექტივებიც. უფრო მეტიც, უკრაინა მხოლოდ ერთ-ერთი პარამეტრია, რომელიც ასეთი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. იგივე სომხეთის შემთხვევაში, ყარაბაღის ჩიხიდან გამოსვლა შეიძლება გახდეს სომხური სახელმწიფოებრიობის სუბიექტურობის აღდგენის შედეგი.
პოლიტოლოგისთვის საკმაოდ რთული წარმოსადგენია ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა დიპლომატიური საქმიანობის შედეგად უახლოეს მომავალში. უბრალოდ, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია აზერბაიჯანის შიგნით, არცახი სომხების უფლებების დაცვით. ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა 44-დღიანი ომის შედეგებმა, როცა არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხები არ დარჩენილან. მეორე მხრივ, აზერბაიჯანის მიერ არცახის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარიც არც თუ ისე რეალურია. აქედან, ისკანდარიანის თქმით, საჭიროა კონფლიქტის მოგვარების ახალი გზების შემუშავება.
„ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შესახებ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ხედვაში განსხვავებულობის გათვალისწინებით, აქაც სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. უფრო მეტიც, ახალი კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გამოწვეულია უკრაინით და პრინციპში, არავითარი კავშირი არ აქვს სამხრეთ კავკასიასთან, ამ ფონზე, ევროკავშირი არ შეიძლება იყოს სერიოზული კონკურენტი და, შესაბამისად, საფრთხე რუსეთის ფედერაციის ინტერესებისთვის. პირველ რიგში, აქ, როგორც ამბობენ, პრობლემა გამოიხატება უსააფრთხოების ფიზიკური უზრუნველყოფის საკუთარ უუნარობაში. თუმცა, რუსეთის ფედერაციასაც, თავის მხრივ, არ ძალუძს გაიყვანოს ევროკავშირი სამხრეთ კავკასიიდან. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ალტერნატივა მათი დარეგულირებისაკენ მიმართული პროექტების პარალელურად მუშაობისთვის“, – შეაჯამა ისკანდარიანმა.