მომდევნო სხდომა „3+3“ ფორმატში ირანში გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ირანული სააგენტო „მეჰრი“ ავრცელებს. „აზერბაიჯანი მიესალმება ირანის კონსტრუქციულ პოზიციას რეგიონალურ ფორუმებში მონაწილეობასა და თანამშრომლობასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ირანი უმასპინძლებს მომდევნო სესიას „3+3“ ფორმატში“, – განაცხადა ბაირამოვმა. „3+3“ ფორმატში სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილე 5 ქვეყნის – სომხეთის, რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განიხილეს რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივები და საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველომ განაცხადა, რომ ამ ინიციატივაში მონაწილეობას არ აპირებს.
მსგავსი სტატიები
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს: ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში
16.09.2024, 21:10
ირაკლი კობახიძე – მადლობა გადავუხადე ნიკოლ ფაშინიანს გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
16.09.2024, 19:42
ნახეთ ასევე
Close