კულტურა
მომავალ წელს ერევანში მედუდუკეთა საერთაშორისო ფესტივალის გამართვა იგეგმება

მომავალ წელს ერევანში დაგეგმილია დუდუკის მოთამაშის საერთაშორისო ფესტივალის გამართვა, ფესტივალი ჩატარდება სლოგანით „ჯვან გასპარიანი“.
“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა 6 ივლისს ჯივან გასპარიანის ბიუსტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჯივან გასპარიანის მუსიკა ეს არის ლოცვა. ტყუილად არ მიანიჭა მას საზოგადოებამ ტიტული „დუდუკის მეფე“. სამინისტრო კი მომავალ წელს გეგმავს მედუდუკეტა საერთაშორისო ფესტივალის მოწყობას სახელწოდებით “ჯივან გასპარიანი”, – განაცხადა მინისტრმა.