ერევნის ყოველწლიური კინოფესტივალის “ოქროს გარგარის” დაჯილდოების ცერემონია დაიწყება ფილმით “ამერიკელი”, ამის შესახებ “არმენპრესს” ფილმის პროდიუსერმა არმან ნშანიანმა განუცხადა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფილმის პრემიერა ხდება თავად სომხეთში, სიამაყით უნდა გავაცნოთ მსოფლიოს სომხური პროდუქცია, აღვნიშნოთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ეს ჩემი კომპანიის PEOPLE OF AR Productions-ის პროდუქტია და მინდა ვთქვა, რომ ფილმი „ამერიკელი“ 100% სომხური პროდუქტია, სომხეთში გადავიღეთ“, – აღნიშნა არმან ნშანიანმა.