
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, იუწყება პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახური. საუბარი შეეხო სომხურ-რუსული ორმხრივი დღის წესრიგის რიგ საკითხებს, ასევე რეგიონულ პრობლემებს, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ ვითარებას. მხარეებმა განიხილეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების განხორციელება, აზრები გაცვალეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის საქმიანობაზე, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის პროცესის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე.