შემოთავაზებული იყო მოქალაქეობის მიმღებ პირთა არეალის გამარტივებული წესით გაფართოება
ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სპორტის სფეროების განვითარების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით შემოთავაზებული იყო მოქალაქეობის მიმღები პირების არეალის გამარტივებული წესით გაფართოება, რომლებსაც თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი ექნებათ რიგ სფეროებში. „კანონპროექტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი წვლილის აღწერისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭებას სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის. ამის შესახებ 6 ივლისს, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სესიაზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენისას განაცხადა სრ პოლიციის უფროსის მოადგილემ არა ფიდანიანმა.
შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები ასევე უზრუნველყოფს სრ მოქალაქეობის შესახებ კანონის სრ კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
მთავარმა მომხსენებელმა შესთავაზა პროექტისთვის მხარდაჭერა.