პოლიტიკა

ჯეკი სპირი ითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისაგან წარმოადგინოს აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიზეზები

აშშ-ს კონგრესის სომხურ საკითხთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ  ჯეკი სპირმა ცვლილება შეიტანა  ეროვნული უსაფრთხოების ასიგნებების აქტში 2023 წლის საბიუჯეტო წლისთვის და მოუწოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს წარადგინოს ანგარიში ბაიდენის ადმინისტრაციის „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“  907-ე შესწორების გვერდის ავლის მიზეზების შესახებ.  ამის შესახებ ცნობას  აშშ-ის სომხური კომიტეტი ავრცელებს.

1992 წელს აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული „თავისუფლების დახმარების აქტის“ 907-ე  შესწორება, აზერბაიჯანისთვის  მხოლოდ ჰუმანიტარული  ხასიათის დახმარებას  ითვალისწინებს. იგი ვარაუდობს, რომ აშშ-მა  არ უნდა დაუჭიროს მხარი აზერბაიჯანის მთავრობას, სანამ ეს ქვეყანა არ გადადგამს ნაბიჯებს სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ ბლოკადისა და ძალის გამოყენების ვარიანტების დასასრულებლად.

სპირმა ასევე მოითხოვა, რომ წარსადგენი ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანისადმი ამერიკის მიერ გაწეული დახმარება ხომ არ დააზიანებს სომხეთსა და  არცახში სამშვიდობო პროცესებს.

ნახეთ მეტი
Back to top button