პოლიტიკა

აფხაზური მხარე გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრები პარლამენტს მოუწოდებენ აფხაზეთსა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმების რატიფიცირებისკენ, რომელიც ითვალისწინებს ბიჭვინთაში საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოფიციალური ცნობითვე, გაფართოებული სხდომაში მონაწილეობდა ადგილობრივი სახალხო დამცველი და ბიჭვინთის ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე, დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც აცხადებს, აღნიშნული შეთანხმება სრულიად შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს.

აფხაზური მხარის ცნობით, საუბარია შეთანხმებზე, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს  და ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას; ასევე, საზღვაო აკვატორიის მონაკვეთისა და მასთან არსებული სანაპიროების იჯარით გადაცემას.

დე ფაქტო პარლამეტის გაფართოებულ სხდომაზე ითქვა ისიც, რომ აფხაზეთსა და რუსეთს  შორის 1995 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით რუსეთს მართვაში გადაეცემოდა ბიჭვინთაში არსებული სახლმწიფო ობიექტები.

ოფიციალური ინფორმაციითვე, დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო კომიტეტის წევრები რეკომენდაციას უწევენ პარლამენტს, უახლოეს სხდომაზე მიიღონ აღიშნული კანონი.

ნახეთ მეტი
Back to top button