საზოგადოება

განკურნება აქ ნამდვილად ვერ მოხერხდება, ერთადერთი გამოსავალი საზღვარგარეთ გადაყვანაა – მიხეილ სააკაშვილის ძმა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა კვლავ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში ეს ნამდვილად ერთადერთი გამოსავალია.

გიორგი სააკაშვილმა კვლევაში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საერთაშორისო ჩართულობით, მიხეილ სააკაშვილის შესაბამის კლინიკაში გადაყვანა დროულად მოხდეს.

“ყოველდღიურად ვაკვირდებით, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ. ერთი არის ცხადი, რომ განკურნება აქ ნამდვილად ვერ მოხერხდება. ერთადერთი გამოსავალი ნამდვილად არის მისი დროებით გადაყვანა საზღვარგარეთ, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობას, რა თქმა უნდა მივესალმებით. ეს იქნება მართლა უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მართლა საერთაშორისო ჩართულობით, მისი გადაყვანა რაც შეიძლება მალე მოხდეს”, – თქვა გიორგი სააკაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button