პოლიტიკა

თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობები და სომეხთა გენოციდი ერთმანეთს არ უნდა ავურიოთ: აფეიანი

აუცილებელია ზოგიერთი პროცესის (სომხების გენოციდის) გამოყოფა სხვა პროცესებისაგან და არა მათი აღრევა. ამის შესახებ 7 ივლისს ერევანში ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ჰუმანიტარული ინიციატივის „ავრორას“ თანადამფუძნებელმა ნუბარ აფეიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომეხთა გენოციდი ისტორიული რეალობაა, შესაბამისად, მასზე ზემოქმედებას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს და რომ არა გენოციდი, სომხების უმრავლესობა არ მიმოიფანტებოდა  მთელს  მსოფლიოში.

„ორი წლის წინ, როცა მსოფლიო მედია ჩემს ვაქცინაზე ლაპარაკობდა, თურქეთში წერდნენ, რომ მე ვარ თურქი, რომელიც ოდესღაც სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი იყო გამოხმაურება,  რომ თურქეთში სომხების ჟლეტა რომ არ მომხდარიყო, ისინი ახლა ჩვენს გვერდით იცხოვრებდნენო”, – დასძინა აფეიანმა.

აფეიანის აზრით, ამჟამინდელი  მიმდინარე საუბრები სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს, აქცენტი წარსულზე კი არა აწმყოსა და მომავალზე უნდა გაკეთდეს. „წარსულის შესწავლა შესაძლებელია სამართლებრივი და სხვა მეთოდებით და თვალყური ვადევნოთ, თუ რა მიმართულებას აიღებს თურქეთის ვალდებულებები და მიდგომები. თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ფრთხილად და თანდათანობით შევქმნათ ეკონომიკური კავშირები. ჩვენ ხომ გვინდა სომხეთის განვითარება. ჩვენ ამ რეგიონში ვცხოვრობთ და სომხეთი სხვაგან ვერ გადავა“, – დაასკვნა აფეიანმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ნუბარ აფეიანს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

ნახეთ მეტი
Back to top button