მთავარისაზოგადოება

იესო ქრისტეს ქანდაკება გაზრდის ტურისტების ინტერესს სომხეთის მიმართ. ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ კომპანია „მულტი ჯგუფის“ ხელმძღვანელის გაგიკ წარუკიანის მიერ ჰატისის მთაზე იესო ქრისტეს ქანდაკების მშენებლობის პროექტი წინასწარ დადებითად შეაფასა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 ივლისს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ძეგლი გაზრდის ტურისტების ინტერესს სომხეთის მიმართ. პრემიერმა აღნიშნა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია მთავრობას წარედგინა. „შესაბამისმა სამთავრობო ორგანოებმა უნდა იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენი წინასწარი შეფასება პროექტის შესახებ დადებითია, რადგან მიგვაჩნია, რომ ის მნიშვნელოვან ტურისტულ ინტერესს მოუტანს სომხეთს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შესაბამისი ორგანოები დროულად განიხილავენ ამ საკითხს და პროექტი დაგეგმილის მიხედვით წარიმართება“, – განაცხადა ფაშინიანმა. გაგიკ წარუკიანმა ქრისტეს ქანდაკების აშენების პროექტი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა. წარმოდგენილი 300-ზე მეტი ნამუშევრიდან 7 დღის განმავლობაში 12 საუკეთესო შეირჩა, რის შემდეგაც საზოგადოების კენჭისყრისა და იესო ქრისტეს მონუმენტური ქანდაკება-კომპლექსის საკონკურსო კომიტეტის შერჩევის შედეგების გაერთიანებით, გამარჯვებული გამოცხადდა მოქანდაკე არმენ სამველიანი,  თავისი პროექტით.

ნახეთ მეტი
Back to top button