კულტურამთავარი

იუნესკო გამოეხმაურა  ირან-სომხეთის განაცხადს   „წმინდა თადეოზ მოციქულის მონასტერში მომლოცველთა ვიზიტის შესახებ“

ცალკე სტატიაში იუნესკოს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ინფორმაციისა და ქსელის ცენტრი ეხება სომხეთის რესპუბლიკისა და ირანის ერთობლივ განაცხადს  „წმინდა თადეოს  მოციქულის მონასტერში მომლოცველთა ვიზიტის შესახებ“.   განაცხადის რეგისტრაცია მოხდა 2020 წელს პარიზში, იუნესკოს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის“  კონვენციის ფარგლებში.

წმინდა თადეოსის მონასტერი ისტორიულ სომხეთში ქრისტიანობის დამკვიდრების ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებად ითვლება. ის მდებარეობს ისტორიული  არტაზის პროვინციაში, თანამედროვე ირანის მაკუს რეგიონში. იგი აშენდა სომხური სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლად მიჩნეული ერთ-ერთი მოციქულის, თადეოსის ხსოვნის პატივსაცემად. 2008 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელით ტადეის მონასტრის წმ. სტეპანოსისა და ძორძორის მონასტრებთან ერთად დარეგისტრირდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში სახელწოდებით „სომხური ეკლესიები ირანში“.

წმინდა  მოციქულ თადეოსის მონასტერი და მისი  მომლოცველები არიან  ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მრავალსაუკუნოვანი სომხური კულტურული ყოფნისა და უწყვეტობის მოწმენი. ეს არის  განსაკუთრებული დიალოგი კულტურული და რელიგიური თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ძალისხმევისა და წარმატებების შესახებ. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა სომეხისთვის. ყოველწლიურად, ივლისის თვეში, დანიშნულ დღეებში ეწყობა მონასტერში მოციქულ თადეოსისადმი მიძღვნილი სამდღიანი მომლოცველობა და მასში  მონაწილეობს მრავალი სომეხი ქრისტიანი ირანიდან, სომხეთიდან და საზღვარგარეთიდან.  წელს მომლოცველები 28-30 ივლისს გაემართებიან წმინდა თადეოსის მონასტრისაკენ.

„მომლოცველობა წმინდა თადეოს მოციქულის მონასტერში“  განაცხადის რეგისტრაცია მიშვნელოვანია  იმით, რომ იგი წარმოადგენს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთობლივ დაცვას, მის  სიცოცხლისუნარიანობას, ასევე სომხურ-ირანულ  კულტურულ თანამშრომლობასაც.

ნახეთ მეტი
Back to top button