პოლიტიკა

როგორ შემოწმდება საქართველოს პროგრესი წლის ბოლოსთვის – ევროკავშირის წარმომადგენლის განმარტება

,,მთავარი არხი” წერს, რომ როგორ შეამოწმებს ევროკავშირი საქართველოს პროგრესს წლის ბოლოსთვის – ამასთან დაკავშირებით განმარტება EU-ს სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჩიეი პოპოვსკიმ გააკეთა.

მისი თქმით, რეფორმების პროცესს როგორც საქართველოში, ისევ უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის დელეგაციები დააკვირდებიან.

“დავაკვირდებით სიტუაციას ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ – ადგილზე, ჩვენი დელეგაციების მეშვეობით. გარდა ამისა, გამოვიყენებთ ინფორმაციის მიღების სხვა წყაროებს, რასაც გაფართოების ანგარიშებისთვის ვიყენებთ. საკმაოდ ვრცელი პროცესია”, – თქვა მან.

პოპოვსკიმ აღნიშნა, რომ ევროკომისიის სურვილია, იხილოს პროგრესი საქართველოში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან პოლარიზაციის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება:

“არ მგონია, რომ შემდეგი ნაბიჯები იქნება ისეთივე სწრაფი, როგორიც ის ნაბიჯები, რაც განაცხადს მოჰყვა. ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით, ეს მომენტუმი იდგა. მაგრამ რა თქმა უნდა, განხორციელების ფაზა თავისი არსით უფრო რთულია. მე იმედი მაქვს, რომ იქნება საკმარისი პოლიტიკური ნება, რათა შენარჩუნებული იყოს ინტერესი და ჩართულობა გაფართოების პროცესში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ომი შეჩერდება. საქართველოში პოლარიზაციის გამო, ბევრი ინსტიტუტი მთლიანად პარალიზებულია და ეს შემაშფოთებელია, რადგან მოქმედი ინსტიტუტების გარეშე, ვერ იქნება რაიმე პროგრესი პოლიტიკის რომელიმე სფეროში”, – ამბობს მაჩიეი პოპოვსკი.

შეგახსენებთ, რომევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოსგან წინაპირობების შესრულება მოითხოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button