საზოგადოება

საქართველოში პირველი: გაიხსნა მოლეკულური ლაბორატორია „აგროლაბი“

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ საქართველოში პირველი ქართული მულტიპროფილური, მოლეკულური ლაბორატორია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ლაბორატორია „აგროლაბისა“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია იმართება. შეხვედრას ესწრებიან ფერმერები, მთავრობის, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.უწყების ცნობით, „აგროლაბი“ სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვით სფეროებს აერთიანებს.„ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორიის მომსახურებით ფერმერები და აგროსექტორში ჩართული ბიზნესები შეძლებენ, სიზუსტისა და მაღალი ხარისხის გარანტიით მიიღონ სრული კვლევები: სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარიაზე, მცენარეთა დაცვაზე, ღვინოზე, გარემოს დაცვაზე, ნიადაგსა და წყალზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.ასოციაციის ინფორმაციით, სატელიტურ სისტემაზე დაფუძნებული მაღალი სიზუსტის სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების დახმარებით ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, გააუმჯობესონ საკუთარ მეურნეობებში წარმოებული პროდუქტების ხარისხი.EOS Crop Monitoring პლატფორმაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ექნება პროფესიონალური გამოწერის პაკეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს.

ნახეთ მეტი
Back to top button