მთავარიპოლიტიკა

საქართველო მზადაა თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების წევრების შეხვედრა გამართოს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიაზე ბირმინჰემში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით თბილისში გამართოს აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების წევრების შეხვედრა. “ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი პარტნიორები თბილისში, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობიანი დიალოგის განვითარებას”, – განაცხადა მან. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრისას, კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა საქართველოს მზადყოფნა შეასრულოს სტაბილიზატორი როლი რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. შეგახსენებთ, რომ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელია.

ნახეთ მეტი
Back to top button