საზოგადოება

სომხეთის  მოქალაქეობის მიმღებთა  მსურველთა რიცხვმა უზარმაზარ რაოდენობას მიაღწია: პოლიციის უფროსის მოადგილე

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობამ განსაკუთრებით ბოლო 2 თვეში უზარმაზარ რაოდენობას მიაღწია,  საგრძნობლად გაიზარდა პირადობის მოწმობის მსურველთა რაოდენობაც.

ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის  პოლიციის უფროსის მოადგილემ არა ფიდანიანმა ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სესიაზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ჯანდაცვის, სპორტის,  სფეროების განვიტარების მიზნით  გამარტივებული წესით მოხდება  მოქალაქეობის მიმღები პირების არეალის გაფართოება, რომლებიც თავიანთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ რიგ სფეროებში“,  – თქვა ფიდანიანმა.

 „ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო, ამ ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 თვის განმავლობაში, უზარმაზარ რაოდენობას მიაღწია როგორც სომხეთის მოქალაქის პასპორტის, ასევე პირადობის მოწმობის  მსურველთა რაოდენობამაც“.

 2021 წლის განმავლობაში პირადობის მოწმობა 98 ათას 635-მა მოქალაქემ მიიღო, ხოლო მხოლოდ 2022 წლის პირველ ნახევარში – უკვე 105 ათას 169-მა მოქალაქემ. საკმაოდ გაიზარდა განსაკუთრებული მომსახურების გაწევისთვის მოქალაქეობა მინიჭებულთა რიცხვიც.   თუ 2021 წელს მათი რიცხვი 9 იყო, მაშინ 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში უკვე 14 გახდა.

ნახეთ მეტი
Back to top button