პოლიტიკა

სომხეთში ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო პროექტი სამხედრო სასწავლო დაწესებულების დამთავრებული ოფიცრისთვის ერევანში ბინის  გადაცემის შესახებ

ოფიცერი, რომელმაც სომხეთში სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა და თავდაცვის სამინისტროში ოფიცრის თანამდებობაზე დაინიშნა, ერევანში 3-ოთახიან ბინას მიიღებს. „არმენპრესის“ ინფორმაციით, „სამხედრო სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით და მთლიანად 58 ხმით მიიღეს.

შემოთავაზებული საბინაო უზრუნველყოფა გულისხმობს 2022 წლის 1 ივლისის შემდეგ სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ სამხედრო მოსამსახურეებს და 20 წლიანი სამხედრო სამსახურის გასვლის შემდეგ, სამსახურებრივი ბინების უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გამოყოფას.  ასევე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე,თუ ოფიცერი  სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად იქნება გამოცხადებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,  სახელშეკრულებო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისა და ინვალიდობის სამხედრო პენსიის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ბინა გადაეცემა საკუთრებაში უსასყიდლოდ.   პროექტი ითვალსიწინებს, აგრეთვე,  თუ  ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სამხედრო სამსახურთან მიზეზობრივი კავშირის გამო  გარდაცვალების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურისთვის სარგებლობის უფლებით გამოყოფილი ბინა გადაეცემა მისი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ  საკუთრების უფლებით.

სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ სამხედრო მოსამსახურეთა სახელშეკრულებო სამხედრო სამსახურის ვადა 20 წელია. ოფიცერი ბინის ფლობის უფლებას სამხედრო სამსახურის 20 წლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღებს. ამრიგად, სამხედრო მოსამსახურე ერევანში 3-ოთახიან ბინას მიიღებს, რომლის მაქსიმალური ფასი 50 ათასი დოლარია.

კანონპროექტის პირველიდან მეორე მოსმენამდე განხილვისას განხორციელდა გარკვეული დამატებები  კერძოდ ეს კანონი გავრცელდება აგრეთვე სასაზღვრო დაცვის ჯარებში ოფიცრის თანამდებობაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებზეც.  

„ასევე შევძლებთ საცხოვრებლით უზრუნველყონ მესაზღვრეები, რომლებმაც სწავლობდნენ ჩვენს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გააფორმეს 20 წლიანი კონტრაქტი სახელმწიფოსთან სამსახურის შესახებ. მათ ექნებათ იგივე უფლებები და მოვალეობები, როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იმსახურებენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button