პოლიტიკა

მას, ვინც ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში არ ერთვება, არ უნდა ევროკავშირი, ოპოზიციამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად დაასახელა მე-13 წინაპირობა – აქედან დასკვნა ხომ ნათელია?

,,News.ge” წერს, რომ ვინც არ ერთვება ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი – დღეს ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ემიჯნება საქართველოს ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი მათი მხრიდან პროცესში ჩართვისთვის მე-13 პირობად დააყენა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესში მონაწილეობაზე უარით ოპოზიცია პროცესს აზიანებს.

„არის რეკომენდაციები, რომელზეც უნდა იმუშაოს პარლამენტმა, მათ შორის, კანონებიც მიიღოს პარლამენტმა, ეს პარლამენტი კანონებს ვერ მიიღებს „ქართული ოცნების“ ანუ უმრავლესობის გარეშე, რა ფორმატი წარმოუდგენია ოპოზიციას ჩვენს გარეშე, მე მიკვირს, რადგან არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების გარეშე, ამიტომ დღეს ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ემიჯნება საქართველოს ევროპულ მომავალს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ 12 რეკომენდაციის განხორციელებაში ჩართვის წინაპირობად დაასახელა მე-13 წინაპირობა და თქვა, რომ თუკი ეს მე-13 წინაპირობა დაკმაყოფილდებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაერთვებოდა საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში, თუკი მათი წინაპირობა, ულტიმატუმი არ დაკმაყოფილდებოდა, უარს ამბობს საქართველოს ევროპული მომავლის საქმეში ჩართვაზე. აქედან დასკვნა ხომ ნათელია?!

ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ სხვადასხვა საკითხი. ერთი საკითხია, რაც შეეხება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით და ჩვენ ვმუშაობთ იმ 12 პუნქტზე, რაც განსაზღვრეს. სხვა ბევრი საკითხი შეიძლება არსებობდეს საქართველოში, ამის მიბმა და წინაპირობად და ულტიმატუმად დაყენება… ოპოზიცია ამბობს: მე მაშინ ვიქნები ევროპული, თუკი წინაპირობას და ულტიმატუმს დამიკმაყოფილებ, თუ არ დამიკმაყოფილებ, არ ვიქნები ევროპული, არ ჩავერთვები. ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს, ამით უკვე აზიანებს ამ პროცესს, რადგან ევროკავშირმა დეპოლარიზაცია, მათ შორის, იმიტომ ახსენა, რომ სურს დაინახოს ქართული პოლიტიკური ჯგუფების მეტ-ნაკლებად ერთობლივი მუშაობა. ის ფაქტი, რომ არ ჩაერთვებიან ამ მუშაობაში, უკვე დააზიანებს ამ მუშაობას,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button