სად არიან სომეხი მილიარდერები Forbes-ში და რა თანხა აქვთ მათ?

პრესტიჟულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა 2022 წლის მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რეიტინგში სულ 2668 ბიზნესმენია, რომელთა ქონება 1 მილიარდ დოლარს აღემატება. მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი არის Tesla-სა და SpaceX-ის კომპანიების დამფუძნებელი ელონ მასკი. Forbes-მა მისი ქონება 233,7 მილიარდ დოლარად შეაფასა. წინა წელთან შედარებით მისი ქონება 9,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
მეორე ადგილზეა ფრანგი ბიზნესმენი, კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო, რომლის ქონება 150,8 მილიარდი დოლარია. სამეულს 142 მილიარდით ავსებს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სომეხი რუსი ბიზნესმენი და „ტაშირის“ ჯგუფის მფლობელი სამველ კარაპეტიანია, რომლის ქონებაც 3,6 მილიარდად არის შეფასებული. მილიარდერთა სიაში ის 806-ე ადგილს იკავებს.
Flagship Pioneering და Moderna Therapeutics-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ნუბარ აფეიანის სიმდიდრე ასევე 2 მილიარდად არის შეფასებული, მას 1473 ადგილი უკავია.
კიმ კარდაშიანი Forbes-ის მილიარდერების სიაში 1595-ე ადგილზეა 1,8 მილიარდი დოლარით.