სრ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ელ. მონაცემთა გაცვლის პროგრამის დაწყების დოკუმენტს
8 ივლისს, სრ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ რუსტამ ბადასიანმა თბილისში, კოლეგასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსთან ლევან კაკავასთან ხელი მოაწერა „სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის სატრანსპორტო საშუალებების და საქონელის საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ პირველადი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე“ მემორანდუმიდან გამომდინარე პროექტის დაწყების ოქმს.
როგორც “არმენპრესს” აცნობეს სრ სშკ-დან, ელექტრონული მონაცემების დაგეგმილი გაცვლა შესაძლებლობას მისცემს საბაჟო კონტროლის ოპერაციების უფრო სწრაფ და ეფექტურ გახდომას, რაც შეიძლება შეუმჩნეველი გახდეს ორივე ქვეყნის მეწარმეებისთვის და გადამზიდავებისთვის, ამ უკანასკნელის მინიმალური ჩართულობით.