პოლიტიკა

ანკარა  და მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში ურთიერთშეთანხმებით  იმოქმედებენ  და დასავლეთს გამოდევნიან:  ანალიტიკოსი

რუსეთ-თურქეთის დაახლოების სტრატეგიული შეთანხმება მოქმედებს როგორც უკრაინაში, ასევე სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ  Radar Armenia-თან საუბარში საერთაშორისო ექსპერტმა , ანალიტიკოსმა,  გაზეთ „აზდაკის“ მთავარმა  რედაქტორმა  შაჰან განტაჰარიანმა  განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე, რომ განსხვავებების მიუხედავად, ანკარა და მოსკოვი კოორდინაციას უწევენ ერთმანეთს   კონფლიქტურ სიტუაციებში. პარალელურად   ლავროვმა გამოაცხადა ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლა და პასუხისმგებლობა მაინც აშშ-სა და საფრანგეთს დააკისრა. შაჰან განტაჰარიანმა შენიშნა, რომ ეს გულისხმობს, რომ ისინი ანკარასთან ერთად იმუშავებენ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის განსადევნად.

„ვფიქრობ, უკრაინის ომის შედეგებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიაში იქნება დასავლეთის გააქტიურების ტენდენციები, რისი წინაპირობაც ჩანს ბრიუსელის შუამავლობის მცდელობებში და ჯერჯერობით. ვაშინგტონის განცხადებებში  ან სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების ვიზიტებით რეგიონში“, – განაცხადა შაჰან განტაჰარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button