
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან გვაცნობეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მომავალი ვარდავარი – იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული.
ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოწესრიგების ორმხრივი პროცესის მნიშვნელობას, რაც ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას
ამ კონტექსტში მათ იმედი გამოთქვეს, რომ 1 ივლისს მათი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებები მალე განხორციელდება.